ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა

სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვთარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა 3 კილომეტრიანი გზის მშენებლობა, მოეწყო გზის სავალი ნაწილი ბეტონის საფარით, წყალგამტარი მილები, სადრენაჟე სისტემები, მიერთებები, გვერდულები და საფეხმავლო ბილიკები.
გზის მშენებლობის სამუშაოები 2018 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა.
შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს.
გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ეს პრობლემა მნიშვნელოვნად მოგვარდება.

ბაკურიანის შემოვლითი გზა ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზედამხედველო პროექტია , რომელიც უახლოვეს ვადებში დასრულდება და უამრავ ადამიანს მოემსახურება.