ჩვენი ჩართულობა: კვლევა ძიება, საპროექტო სამუშაოები, მშენებლობის ზედამხედველობა
დამკვეთი : Millennium Challenge account – Georgia (MCA)
სამშენებლო ღირებულება: 246,132.36 $
სამუშაოების ხანგრძლივობა: 12 თვე
დასრულდა ჩვენი ჩართულობა ზუგდიდის #4 საჯარო სკოლის კვლევა-ძიების, სამშენებლო, საპროექტო და საზედამხედველო სამუშაოებში. სამშენებლო ღირებულებამ შეადგინა 246,132.36 $. ჩვენი ინჟინრები ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებდნენ და უზრუნველყოფდნენ სამშენებლო სამუშაოების მაღალი სტანდარტით წარმართვას.
საპროექტო და კვლევა–ძიების სამუშაოები
- საჯარო შეხვედრების მომზადება და განხორციელება, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა;
- ობიექტის სტრუქტურული კვლევა (როგორც ვიზუალური,ასევე აპარატურული და ლაბორატორიული) დასკვნები და რეკომენდაციები;
- პროექტის შემადგენლობა: ტოპოგრაფია, გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური კვლევა;
- ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების იდენტიფიცირება შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
- შენობის სრული სარეკონსტრუქციო პროექტის მომზადება. მოცულობითი სამუშაოები, არქიტექტურა, ელექტრომომარაგება, გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, წყალმომარაგება და კანალიზაცია (ცენტრალური გადინება, დრენაჟი, ბიოლოგიური გამწმენდი). ანგარიშების და კალენდრული გრაფიკის მომზადება.
- ტექნიკური ნორმებით და სპეციფიკაციებით უზრუნვლყოფა, სატენდერო დოკუმენტაციის სრული მომზადება;
- ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის.
- ტრენინგები კონსტრუქტორებისთვის;
მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველობა, სარეაბილიტაციო პროექტის თანახმად
- სამშენებლო სამუშაოების ჩატარება პროექტის მიხედვით; ხარისხის კონტროლი ობიექტზე
- დასრულებული მოცულობის შემოწმება სამუშაო ადგილზე;
- განსაზღვრა და აღნიშვნა გაუთვალისწინებელი სამუშაოების;
- თანმხლები გარემოს და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების რეკომენდაციები;
- დეფექტების განსაზღვრა ობიექტზე და ვადების დადგენა მათ აღმოსაფხვრელად;
- ანგარიშების წარმოება;
- მუდმივი კომუნიკაცია დამკვეთთან;
- მდგომარეობის შეფასების ანგარიშების წარმოება