დასრულდა ჩვენი ჩართულობა საღოლაშენის საჯარო სკოლის კვლევა-ძიების, სამშენებლო, საპროექტო და საზედამხედველო სამუშაოებში. ჩვენი ინჟინრები ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებდნენ და უზრუნველყოფდნენ სამშენებლო სამუშაოების მაღალი სტანდარტით წარმართვას.
საპროექტო და კვლევა–ძიების სამუშაოები
- საჯარო შეხვედრების მომზადება და განხორციელება, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა;
- ობიექტის სტრუქტურული კვლევა (როგორც ვიზუალური,ასევე აპარატურული და ლაბორატორიული) დასკვნები და რეკომენდაციები;
- პროექტის შემადგენლობა: ტოპოგრაფია, გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური კვლევა;
- ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების იდენტიფიცირება შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
- შენობის სრული სარეკონსტრუქციო პროექტის მომზადება. მოცულობითი სამუშაოები, არქიტექტურა, ელექტრომომარაგება, გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, წყალმომარაგება და კანალიზაცია (ცენტრალური გადინება, დრენაჟი, ბიოლოგიური გამწმენდი). ანგარიშების და კალენდრული გრაფიკის მომზადება.
- ტექნიკური ნორმებით და სპეციფიკაციებით უზრუნვლყოფა, სატენდერო დოკუმენტაციის სრული მომზადება;
- ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის.
- ტრენინგები კონსტრუქტორებისთვის;