ძიმითის საჯარო სკოლა

ჩვენი ჩართულობა: კვლევა ძიება, საპროექტო სამუშაოები, მშენებლობის ზედამხედველობა

დამკვეთი : Millennium Challenge account – Georgia (MCA)

მშენებლო ღირებულება: 449,521.24 $

სამუშაოების ხანგრძლივობა: 12 თვე

დასრულდა ჩვენი ჩართულობა ძიმითის საჯარო სკოლის კვლევა-ძიების, სამშენებლო, საპროექტო და საზედამხედველო სამუშაოებში. სამშენებლო ღირებულებამ შეადგინა 449,521.24 $. ჩვენი ინჟინრები ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებდნენ და უზრუნველყოფდნენ სამშენებლო სამუშაოების მაღალი სტანდარტით წარმართვას.

საპროექტო და კვლევაძიების სამუშაოები

  • საჯარო შეხვედრების მომზადება და განხორციელება, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა;
  • ობიექტის სტრუქტურული კვლევა (როგორც ვიზუალური,ასევე აპარატურული და ლაბორატორიული) დასკვნები და რეკომენდაციები;
  • პროექტის შემადგენლობა: ტოპოგრაფია, გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური კვლევა;
  • ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების იდენტიფიცირება  შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
  • შენობის სრული სარეკონსტრუქციო პროექტის მომზადება. მოცულობითი სამუშაოები, არქიტექტურა, ელექტრომომარაგება, გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, წყალმომარაგება და კანალიზაცია (ცენტრალური გადინება, დრენაჟი,  ბიოლოგიური გამწმენდი). ანგარიშების და კალენდრული გრაფიკის მომზადება.
  • ტექნიკური ნორმებით და სპეციფიკაციებით უზრუნვლყოფა, სატენდერო დოკუმენტაციის სრული მომზადება;
  • ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის.
  • ტრენინგები კონსტრუქტორებისთვის;

მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველობა, სარეაბილიტაციო პროექტის თანახმად

  • სამშენებლო სამუშაოების ჩატარება პროექტის მიხედვით; ხარისხის კონტროლი ობიექტზე
  • დასრულებული მოცულობის შემოწმება სამუშაო ადგილზე;
  • განსაზღვრა და აღნიშვნა გაუთვალისწინებელი სამუშაოების;
  • თანმხლები გარემოს და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების რეკომენდაციები;
  • დეფექტების განსაზღვრა ობიექტზე და ვადების დადგენა მათ აღმოსაფხვრელად;
  • ანგარიშების წარმოება;
  • მუდმივი კომუნიკაცია დამკვეთთან;
  • მდგომარეობის შეფასების ანგარიშების წარმოება