ვალეს საჯარო სკოლა

დამკვეთი : Millennium Challenge account – Georgia (MCA)

სამუშაოების ხანგრძლივობა: 10 თვე

ჩვენი ჩართულობა: კვლევა ძიება, საპროექტო სამუშაოები, მშენებლობის ზედამხედველობა

დასრულდა ჩვენი ჩართულობა ვალეს საჯარო სკოლის კვლევა-ძიების, სამშენებლო, საპროექტო და საზედამხედველო სამუშაოებში. მოხდა ავარიული კედლების დემონტაჟი, გამაგრება, შეიცვალა ყველა საჭირო კომუნიკაცია და ჩატარდა შიდა რემონტი.  ჩვენი ინჟინრები ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებდნენ და უზრუნველყოფდნენ სამშენებლო სამუშაოების მაღალი სტანდარტით წარმართვას.

საპროექტო და კვლევაძიების სამუშაოები

  • საჯარო შეხვედრების მომზადება და განხორციელება, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა;
  • ობიექტის სტრუქტურული კვლევა (როგორც ვიზუალური,ასევე აპარატურული და ლაბორატორიული) დასკვნები და რეკომენდაციები;
  • პროექტის შემადგენლობა: ტოპოგრაფია, გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური კვლევა;
  • ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების იდენტიფიცირება  შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
  • შენობის სრული სარეკონსტრუქციო პროექტის მომზადება. მოცულობითი სამუშაოები, არქიტექტურა, ელექტრომომარაგება, გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, წყალმომარაგება და კანალიზაცია (ცენტრალური გადინება, დრენაჟი,  ბიოლოგიური გამწმენდი). ანგარიშების და კალენდრული გრაფიკის მომზადება.
  • ტექნიკური ნორმებით და სპეციფიკაციებით უზრუნვლყოფა, სატენდერო დოკუმენტაციის სრული მომზადება;
  • ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის.
  • ტრენინგები კონსტრუქტორებისთვის;

მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველობასარეაბილიტაციო პროექტის თანახმად

  • სამშენებლო სამუშაოების ჩატარება პროექტის მიხედვით; ხარისხის კონტროლი ობიექტზე
  • დასრულებული მოცულობის შემოწმება სამუშაო ადგილზე;
  • განსაზღვრა და აღნიშვნა გაუთვალისწინებელი სამუშაოების;
  • თანმხლები გარემოს და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების რეკომენდაციები;
  • დეფექტების განსაზღვრა ობიექტზე და ვადების დადგენა მათ აღმოსაფხვრელად;
  • ანგარიშების წარმოება;
  • მუდმივი კომუნიკაცია დამკვეთთან;
  • მდგომარეობის შეფასების ანგარიშების წარმოება