ენერგოეფექტურობა #43 საჯარო სკოლა


ინდუსტრია ახალი, ძალიან საინტერესო პროექტის პიონერია. 
ევროპის განვითარების საბჭოს დაფინანსებით, ინდუსტრია ქალაქ თბილისის #43 და #181 საჯარო სკოლების ენერგოეფექტური სარემონტო სამუშაოების არქიტექტურულ პროექტს მოამზადებს.
აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ, ამ შენობების ხარჯიანობა მინიმუმ 40% -ით შემცირდება .
შეგახსენებთ, რომ #43 საჯარო სკოლა ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აზომვითი სამუშაოები, ფასადის 3D სკანირება, ისტორიულ -კულტურული კვლევა, ენერგოეფექტური აუდიტი და სტრუქტურული, გეოლოგიური კვლევა.